ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ვალერი ზალუჟნი: უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო შეიარაღების გამოყენების რესურსი ამოწურა

ვალერი ზალუჟნი: უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო შეიარაღების გამოყენების რესურსი ამოწურა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ამჟამად დიდ ბრიტანეთში ელჩის ვალერი ზალუჟნის განაცხადებით , უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ თითქმის ყველა სახის შეიარაღება გამოიყენა. რუსები ყველაფერს დაუპირისპირდნენ და ამ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ამჟამად დიდ ბრიტანეთში ელჩის ვალერი ზალუჟნის განაცხადებით , უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ თითქმის ყველა სახის შეიარაღება გამოიყენა. რუსები ყველაფერს დაუპირისპირდნენ და ამ…

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ამჟამად დიდ ბრიტანეთში ელჩის ვალერი ზალუჟნის განაცხადებით, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ თითქმის ყველა სახის შეიარაღება გამოიყენა. რუსები ყველაფერს დაუპირისპირდნენ და ამჯერად კიევს რესურსი ამოწურული აქვს.

„2026 წელს უკრაინამ გამოიყენა ყველა სახის შეიარაღება, Tomahawk-ების, ბირთვული იარაღის, ავიამზიდებისა და F-35-ის გარდა, რომელიც ნატოს აქვს შეიარაღებაში. უკრაინამ აგრეთვე გამოიყენა ნატოს დოქტრინები. რესურსი ამოწურულია. ამ ყველაფერს რუსეთი დაუპირისპირდა“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ნატო მოძველებული დოქტრინით ხელმძღვანელობს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასასრულის რეალიებზეა მორგებული, ხოლო უკრაინა ტექნოლოგიურად უფრო წინ არის.

„სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა და ომმა, რომელიც გრძელდება, უკრაინის შეიარაღებული ძალები ახალ საფეხურზე აიყვანა. შესაბამისად, ახლა ნატოს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ახალ სტანდარტებზე გადავიდეს, რათა ახალი დოქტრინა მიიღოს. მაშინ ნატო უკრაინის გასაწევრიანებლად მზად იქნება. მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ აბსოლუტურად ახალი სამხედრო ბლოკი გვჭირდება, რომელიც ტერიტორიულად ევროპაზე იქნება მიბმული“, - დასძინა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს