ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

გამოკითხვა: საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა

გამოკითხვა: საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ორგანიზაცია SOCIS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად , უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა. გამოკითხვის თანახმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ორგანიზაცია SOCIS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად , უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა. გამოკითხვის თანახმა…

ორგანიზაცია SOCIS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა.

გამოკითხვის თანახმად, თუ ზელენსკი მეორე ტურში უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, დიდ ბრიტანეთში მოქმედ ელჩს ვალერი ზალუჟნის დაუპირისპირდება, ის 33,8%-ს დააგროვებს, ხოლო ზალუჟნი - 66,2%-ს.

თუ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი ოფისის ხელმძღვანელს კირილ ბუდანოვს დაუპირისპირდება, ის ხმათა 39,7%-ს მიიღებს, ხოლო ბუდანოვი - 60,3%-ს.

ზელენსკის კიდევ ერთ სავარაუდო მეტოქედ უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი განიხილება. გამოკითხვის თანახმად, თუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკი ბუდანოვს დაუპირისპირდება, მოქმედი პრეზიდენტი ხმათა 36,2%-ს მიიღებს, ხოლო თავდაცვის ყოფილი მინისტრი - 63,8%-ს.

გამოკითხვა 28 ივლისიდან - 2 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 000-მა ადამიანმა მიიღო. ცდომილება 2,6%-ს შეადგენს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს