ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

Reuters: ტრამპი ფიქრობს, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება

Reuters: ტრამპი ფიქრობს, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ირანთან ომი მალე დასრულდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს გარკვეული ტიპის შეიარაღების მარაგებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ირანთან ომი მალე დასრულდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს გარკვეული ტიპის შეიარაღების მარაგებ…

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ირანთან ომი მალე დასრულდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს გარკვეული ტიპის შეიარაღების მარაგებთან დაკავშირებული სირთულეები აქვთ, წერს სააგენტო.

„ვფიქრობ, ეს საკმაოდ მალე დასრულდება. არ მგონია, რომ მათ კიდევ დიდხანს შეძლონ გაგრძელება“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში, ირანთან ომზე საუბრისას.

მანამდე, სამშაბათს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში აშშ-ის არმიამ თითქმის სრულად ამოწურა მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების რაკეტების გლობალური მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი.

როდესაც ტრამპს საბრძოლო მასალის მარაგების შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გარკვეული ტიპის შეიარაღების პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი აქვს, თუმცა აღიარა, რომ სხვა სახეობების მარაგები შეზღუდულია.

„გვაქვს გარკვეული ტიპის საბრძოლო მასალა, რომელიც ძალიან ძლიერია და რომლის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგიც გვაქვს. თუმცა არის სხვა ტიპის იარაღიც, რომლის მარაგები შედარებით შეზღუდულია“, - თქვა ტრამპმა.

მისივე თქმით, ამერიკული თავდაცვითი კომპანიები დამატებით საწარმოო ობიექტებს აშენებენ, მათ შორის Patriot-ისა და Tomahawk-ის ტიპის რაკეტების წარმოებისთვის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს