ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესის შეზღუდვას

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესის შეზღუდვას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესის შეზღუდვას და ე.წ. დაბადების ტურიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. თეთრი სახლის განცხადე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესის შეზღუდვას და ე.წ. დაბადების ტურიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. თეთრი სახლის განცხადე…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესის შეზღუდვას და ე.წ. დაბადების ტურიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

თეთრი სახლის განცხადებით, ახალი ზომები განსაზღვრავს, თუ რომელ პირებს აღარ ექნებათ უფლება, რომ მათი შვილების აშშ-ში დაბადების შემთხვევაში ავტომატურად გახდნენ ამერიკის მოქალაქეები.

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მოქმედ სისტემას ბოროტად იყენებენ, რადგან ზოგიერთი უცხოელი აშშ-ში მხოლოდ იმისთვის ჩადის, რომ ბავშვი გააჩინოს და მას ამერიკის მოქალაქეობა ავტომატურად მიენიჭოს.

აღნიშნული წესის შესაცვლელად ტრამპის წინა მცდელობა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ივნისში დაბლოკა.

აშშ-ის მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ არ კრძალავს „დაბადების ტურიზმს“, თუმცა 2020 წელს, ტრამპის პირველი ვადის დროს მიღებული ფედერალური რეგულაცია კრძალავს ტურისტული და ბიზნეს ვიზების გამოყენებას იმ მიზნით, რომ ახალშობილმა ავტომატურად მიიღოს ამერიკის მოქალაქეობა. პირებს, რომლებიც ასეთ სქემებში მონაწილეობენ, შესაძლოა ბრალი წაუყენონ თაღლითობის ან სხვა დანაშაულებისთვის.

როგორც „როიტერი“ წერს, ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს იმის შესახებ, რამდენი უცხოელი ჩადის აშშ-ში სპეციალურად ბავშვის გასაჩენად, რათა მას მოქალაქეობა მიენიჭოს, ან რა ხარჯი აქვს ამას ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის. 2025 წელს შეერთებულ შტატებში დაახლოებით 3.6 მილიონი ბავშვი დაიბადა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს