ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაცია და უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი საკუთარი ამბიციების მისაღწევად კვლავ ძალის გამოყენებას ეყრდნობა

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაცია და უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი საკუთარი ამბიციების მისაღწევად კვლავ ძალის გამოყენებას ეყრდნობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაცია და უკრაი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაცია და უკრაი…

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაცია და უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი საკუთარი ამბიციების მისაღწევად კვლავ ძალის გამოყენებას ეყრდნობა.

„ზუსტად 18 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არ სცემს.

ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაცია და უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი საკუთარი ამბიციების მისაღწევად კვლავ ძალის გამოყენებას ეყრდნობა.

ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის ნებისმიერ მცდელობას“, - წერს ცაჰკნა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს