ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

Bloomberg: თურქეთმა თავდასხმების გახშირების გამო შავ ზღვაში გემების გადაადგილება შეზღუდა, თუმცა ეს საქართველოს პორტებისკენ მიმავალ გემებს არ ეხება

Bloomberg: თურქეთმა თავდასხმების გახშირების გამო შავ ზღვაში გემების გადაადგილება შეზღუდა, თუმცა ეს საქართველოს პორტებისკენ მიმავალ გემებს არ ეხება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თურქეთმა თავდასხმების გახშირების გამო შავ ზღვაში გემების გადაადგილება შეზღუდა, თუმცა ეს საქართველოს პორტებისკენ მიმავალ გემებს არ ეხება, - წერს Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით. როგორც გამოცემა აღნიშნავს, თურქულმა მხარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თურქეთმა თავდასხმების გახშირების გამო შავ ზღვაში გემების გადაადგილება შეზღუდა, თუმცა ეს საქართველოს პორტებისკენ მიმავალ გემებს არ ეხება, - წერს Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით. როგორც გამოცემა აღნიშნავს, თურქულმა მხარ…

თურქეთმა თავდასხმების გახშირების გამო შავ ზღვაში გემების გადაადგილება შეზღუდა, თუმცა ეს საქართველოს პორტებისკენ მიმავალ გემებს არ ეხება, - წერს Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, თურქულმა მხარემ რუსეთის ნოვოროსიისკის პორტისკენ მიმავალ რამდენიმე გემს აცნობა, რომ ტრანზიტის ნებართვების გაცემა შეჩერებულია და დარდანელის სრუტის გავლის თაობაზე განაცხადების დასამუშავებლად დამატებითი დროა საჭირო.

Bloomberg-ის განმარტებით, შეზღუდვები არ შეხებია ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოსა და თურქეთის პორტებისკენ მიმავალ გემებს.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ ანკარამ უკრაინასა და რუსეთს მოუწოდა, შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე დარტყმებზე მორატორიუმი დააწესონ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს