ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

WELT: ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტს ზრდის

WELT: ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტს ზრდის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტს ზრდის, - წერს WELT-ი. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებმა ივნისში რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 14%-ით გაზარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტს ზრდის, - წერს WELT-ი. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებმა ივნისში რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 14%-ით გაზარ…

ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტს ზრდის, - წერს WELT-ი. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებმა ივნისში რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 14%-ით გაზარდეს.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის შემოსავალმა LNG-ის გაყიდვებიდან დღეში დაახლოებით 60 მილიონ ევროს მიაღწია. საფრანგეთი რუსეთიდან LNG-ის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი იყო. ივნისში საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მონტუარის პორტმა ოთხჯერ მეტი რუსული გაზი მიიღო, ვიდრე მაისში.

გარდა ამისა, 2026 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის Yamal LNG პროექტიდან 136 ტვირთი მიიღეს. მათმა საერთო მოცულობამ დაახლოებით 10 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია.

„საინტერესოა, რომ ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკას ატარებს და 2027 წლისთვის რუსულ ბუნებრივ და თხევად აირზე სრულად უარის თქმას გეგმავს“, - აღნიშნავს გამოცემა APA.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს