ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 7

მელონიმ და ფრედერიქსენმა უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს და ევროპის ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეობას დაცვის პირობა დადეს

მელონიმ და ფრედერიქსენმა უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს და ევროპის ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეობას დაცვის პირობა დადეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ და დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს , რომელშიც „უკონტროლო მიგრაციის“ წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო პოზიცია დააფიქსირეს და პირობა დადეს, რ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ და დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს , რომელშიც „უკონტროლო მიგრაციის“ წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო პოზიცია დააფიქსირეს და პირობა დადეს, რ…

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ და დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც „უკონტროლო მიგრაციის“ წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო პოზიცია დააფიქსირეს და პირობა დადეს, რომ ევროპის ქრისტიანულ კულტურულ მემკვიდრეობას დაიცავენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიდერები ევროპული მთავრობების ერთადერთი ქალი ლიდერები არიან და განსხვავებული პოლიტიკური წარმომავლობისა და გეოგრაფიული რეალობის მიუხედავად, ევროპის დაცვის საერთო ვალდებულება აერთიანებთ.

„ჩვენ არ ვიღებთ უკონტროლო იმიგრაციას ევროპაში და ხელი შევუწყვეთ მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას, როგორც ჩვენს ქვეყნებში, ისე მთელ ევროპაში. არავის შეუძლია უარყოს არალეგალური იმიგრაციის უარყოფითი გავლენა ჩვენს საზოგადოებებზე: დანაშაულის დონის ზრდა, მზარდი ზეწოლა საჯარო სერვისებზე და საზოგადოებრივი ნდობის ეროზია. განსაკუთრებით სერიოზულია, როდესაც უკანონო მიგრანტები, რომლებსაც ჩვენს ქვეყნებში დარჩენის უფლება არ აქვთ, სჩადიან ძალადობრივ დანაშაულს, ვაჭრობენ ნარკოტიკებით ან პასუხისმგებელნი არიან სექსუალურ ძალადობაზე“, - აღნიშნულია მელონის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

​Euronews-ი წერს, რომ ფრედერიქსენი და მელონი ბოლო დროს ევროკავშირში უფრო მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის ყველაზე ხმამაღალი დამცველები არიან, განსაკუთრებით ესპანეთის ანკლავ სეუტაში არსებული კრიზისის შემდეგ, როდესაც ათობით ათასმა არალეგალმა მიგრანტმა საზღვარი რამდენიმე საათში გადაკვეთა.

საპასუხოდ, იტალიამ და დანიამ ღია წერილით მიმართეს ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომელსაც სულ 22-მა წევრმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი. წერილი მოუწოდებს კოორდინირებული მოქმედებისკენ უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად, საგარეო საზღვრების გასაძლიერებლად და ე.წ. „მიზიდვის ფაქტორების“ აღმოსაფხვრელად.

ორი ლიდერის აზრით, რიგითმა მოქალაქეებმა უნებართვო მიგრაციისთვის ძალიან დიდი ფასი გადაიხადეს. მათ მიაჩნიათ, რომ იმ მიგრანტებისადმი უფრო მკაცრი მიდგომა, რომლებმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, საზოგადოებისათვის მეტ უსაფრთხოებასა და დაცულობას ნიშნავს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს