ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 10

The Guardian: აშშ-ის საელჩო ლონდონში ახალი „საზოგადოებრივი განათლების“ პროგრამებისთვის 500 ათას დოლარამდე გრანტებს გამოყოფს, რაც დიდ ბრიტანეთში შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეფასდა

The Guardian: აშშ-ის საელჩო ლონდონში ახალი „საზოგადოებრივი განათლების“ პროგრამებისთვის 500 ათას დოლარამდე გრანტებს გამოყოფს, რაც დიდ ბრიტანეთში შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეფასდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის საელჩო ლონდონში ახალი „საზოგადოებრივი განათლების“ პროგრამებისთვის 500 ათას დოლარამდე გრანტებს გამოყოფს, რაც დიდ ბრიტანეთში შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეფასდა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი. დაფინა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის საელჩო ლონდონში ახალი „საზოგადოებრივი განათლების“ პროგრამებისთვის 500 ათას დოლარამდე გრანტებს გამოყოფს, რაც დიდ ბრიტანეთში შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეფასდა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი. დაფინა…

აშშ-ის საელჩო ლონდონში ახალი „საზოგადოებრივი განათლების“ პროგრამებისთვის 500 ათას დოლარამდე გრანტებს გამოყოფს, რაც დიდ ბრიტანეთში შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეფასდა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

დაფინანსების შესახებ განაცხადში მიზნად დასახელებულია „ეროვნული დისკუსიის“ წახალისება იმ „საერთო ცივილიზაციური ღირებულებების“ გარშემო, რომლებიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობებს უდევს საფუძვლად. პრიორიტეტი მიენიჭებათ პროექტებს, რომლებიც „სიტყვის თავისუფლებისა“ და „შეზღუდული მთავრობის“ იდეალების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

აშშ-ის მთავრობა ახლა „ბრიტანულ დემოკრატიაში ჩარევაში“ დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს მოუწოდეს, დარეგისტრირდნენ საგრანტო სქემაში სახელწოდებით - „თავისუფლება კანონის ფარგლებში: ანგლო-ამერიკული საერთო ტრადიცია“.

ლიზა სმარტმა, ლიბერალ-დემოკრატმა პარლამენტარმა და პარტიის წარმომადგენელმა მთავრობის ადმინისტრაციის საკითხებში, განაცხადა:

თავისუფლების დიდ ქარტიას მიზნად ჰქონდა ტირანების უფლებამოსილების შეზღუდვა და იმის დადგენა, რომ კანონის უზენაესობას ყველა ემორჩილება - ანუ იმ პრინციპის, რომლის მიმართაც ტრამპმა არაერთხელ გამოხატა სრული უპატივცემულობა. ჩვენს ქვეყანაში თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების ამაყი ტრადიცია გვაქვს და არ გვჭირდება, რომ ტრამპის MAGA-ს ფულის ჩარევა ჩვენს დემოკრატიაში ნამდვილად არ გვჭირდება.

ლონდონში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაფინანსების ინიციატივა მიზნად ისახავს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის კავშირების განმტკიცებასა და „საზოგადოებაში იმ კონსტიტუციური პრინციპების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ნორმების გაგების გაღრმავებას, რომლებიც ორივე ერის საფუძველს წარმოადგენს“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს