ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

დონალდ ტრამპი: FIFA საშინელ შეცდომას დაუშვებს, თუ რაიმე მიზეზით ჯანი ინფანტინოს შეცვლას განიხილავს

დონალდ ტრამპი: FIFA საშინელ შეცდომას დაუშვებს, თუ რაიმე მიზეზით ჯანი ინფანტინოს შეცვლას განიხილავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FIFA-ს ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინო საჯაროდ დაიცვა. როგორც ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა , მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაცია დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ ინფანტინოს გადაყენების შესაძლებლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FIFA-ს ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინო საჯაროდ დაიცვა. როგორც ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა , მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაცია დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ ინფანტინოს გადაყენების შესაძლებლ…

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა FIFA-ს ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინო საჯაროდ დაიცვა.

როგორც ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაცია დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ ინფანტინოს გადაყენების შესაძლებლობის განხილვას დაიწყებს.

„FIFA საშინელ შეცდომას დაუშვებს, თუ რაიმე მიზეზით ჯანი ინფანტინოს შეცვლას განიხილავს. ის შესანიშნავი ხელმძღვანელია და სულ ახლახან უხელმძღვანელა ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მსოფლიო ჩემპიონატს - ოთხჯერ უფრო წარმატებულს, ვიდრე აქამდე ჩატარებული ნებისმიერი სხვა მუნდიალი. თუ ის წავა, მსოფლიო ჩემპიონატი ვეღარასდროს იქნება ასეთი წარმატებული ან მომგებიანი!“, - დაწერა ტრამპმა.

ივლისში ცნობილი გახდა, რომ ინფანტინო კომპანიის შექმნას გეგმავდა, რომელსაც FIFA-ს ეგიდით ჩატარებული მთავარი საფეხბურთო ტურნირების ორგანიზება და ერთპიროვნული მმართველობა შეეძლებოდა. ახალი კომპანია კერძო პირებზე უნდა გასხვისებულიყო, რაც 4,2 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალს მოიტანდა. აღნიშნული ინიციატივა სხვა საფეხბურთო ფედერაციებმა მწვავედ გააკრიტიკეს და ბოიკოტით დაიმუქრნენ. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფანტინომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს, რადგან ორგანიზაციაში მხარდაჭერა დაკარგა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს