ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მოქმედების სამი სტრატეგია აქვს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მოქმედების სამი სტრატეგია აქვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს , რომ ირანთან დაკავშირებით მოქმედების სამი სტრატეგია აქვს - დაელოდოს მოვლენების განვითარებას, მიიტანოს მასშტაბური იერიში, ან მეტად დააზარალოს ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა. ამერი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს , რომ ირანთან დაკავშირებით მოქმედების სამი სტრატეგია აქვს - დაელოდოს მოვლენების განვითარებას, მიიტანოს მასშტაბური იერიში, ან მეტად დააზარალოს ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა. ამერი…

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მოქმედების სამი სტრატეგია აქვს - დაელოდოს მოვლენების განვითარებას, მიიტანოს მასშტაბური იერიში, ან მეტად დააზარალოს ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, რომ არა ამერიკული იერიშები, ირანს უკვე ექნებოდა ბირთვული იარაღი. ვაშინგტონის წნეხის გამო კი თეირანი სერიოზულ ეკონომიკურ სირთულეებს განიცდის.

„ჩვენ სამი სტრატეგია გვაქვს. გავაგრძელოთ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ - უბრალოდ, მშვიდად გავყვეთ ამ გზას და ვნახოთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი, რადგან მათ 300%-იანი ინფლაცია აქვთ. მათი ვალუტა თითქმის არაფერი აღარ ღირს. ისინი საკუთარ ჯარისკაცებს ხელფასს ვერ უხდიან. მათი ჯარისკაცები ტოვებენ სამსახურს. ამიტომ, უბრალოდ, გავაგრძელოთ ეს, რადგან ვითარება მდგრადი არ არის. მეორე ვარიანტია, მათ ძალიან, ძალიან ძლიერად დავარტყათ, ან მესამე ვარიანტი - უბრალოდ, ეკონომიკურად დავამარცხოთ. თუმცა ამას ისედაც ვაკეთებთ. ეს, გარკვეულწილად, პირველი სტრატეგიის ნაწილია“, - თქვა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერმა აგრეთვე დასძინა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ირანი სრული ქაოსის მდგომარეობაშია. ფულს ვეღარ სესხულობს. ტრამპის განმარტებით, აშშ აკონტროლებს ირანის ფულს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს