ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

ლიბანი ახლო აღმოსავლეთში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც სიკვდილით დასჯა გააუქმა

ლიბანი ახლო აღმოსავლეთში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც სიკვდილით დასჯა გააუქმა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლიბანი გახდა ახლო აღმოსავლეთში პირველი ქვეყანა, რომელმაც სიკვდილით დასჯა გააუქმა. ქვეყანაში სასჯელის ეს ფორმა უვადო პატიმრობითა და მძიმე იძულებითი შრომით შეიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს .…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლიბანი გახდა ახლო აღმოსავლეთში პირველი ქვეყანა, რომელმაც სიკვდილით დასჯა გააუქმა. ქვეყანაში სასჯელის ეს ფორმა უვადო პატიმრობითა და მძიმე იძულებითი შრომით შეიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს .…

ლიბანი გახდა ახლო აღმოსავლეთში პირველი ქვეყანა, რომელმაც სიკვდილით დასჯა გააუქმა. ქვეყანაში სასჯელის ეს ფორმა უვადო პატიმრობითა და მძიმე იძულებითი შრომით შეიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს.

სიკვდილით დასჯის გაუქმებას ლიბანის 128-წევრიანი პარლამენტის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. გამონაკლისი იყო „ჰეზბოლას“ საპარლამენტო ბლოკი.

ლიბანის იუსტიციის მინისტრმა, ადელ ნასარმა გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა.

გადაწყვეტილებას მიესალმნენ უფლებადამცველი ორგანიზაციებიც, რომლებიც ქვეყანაში სიკვდილით დასჯაზე არსებული მორატორიუმის ოფიციალურად გაფორმებას ან სასჯელის სრულად გაუქმებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ.

2004 წლის იანვრიდან ლიბანში სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე არაოფიციალური მორატორიუმი მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოები სიკვდილით დასჯის განაჩენებს მაინც გამოსცემდნენ, მათი აღსრულება მოგვიანებით ჩერდებოდა ან სასჯელი სხვა ფორმით იცვლებოდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს