ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 7

ჯეი დი ვენსმა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს რუსულ პორტში შემავალ ტანკერებზე თავდასხმები

ჯეი დი ვენსმა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს რუსულ პორტში შემავალ ტანკერებზე თავდასხმები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინამ შეაჩერა დრონებით ინტენსიური შეტევების კამპანია ნავთობის ტანკერების წინააღმდეგ, რომლებიც შავი ზღვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტით სარგებლობენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს . ამის მიზეზი, უკრაინელი ოფიც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინამ შეაჩერა დრონებით ინტენსიური შეტევების კამპანია ნავთობის ტანკერების წინააღმდეგ, რომლებიც შავი ზღვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტით სარგებლობენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს . ამის მიზეზი, უკრაინელი ოფიც…

უკრაინამ შეაჩერა დრონებით ინტენსიური შეტევების კამპანია ნავთობის ტანკერების წინააღმდეგ, რომლებიც შავი ზღვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტით სარგებლობენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

ამის მიზეზი, უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის თხოვნა გახდა, რომელიც მან გასულ თვეში გააჟღერა.

ჯეი დი ვენსი შეშფოთებული იყო, რომ უკრაინა ნავთობის ბაზრებზე დამატებით არასტაბილურობას იწვევდა და ზიანს აყენებდა ამერიკულ კომპანიებს იმ ტანკერებზე თავდასხმებით, რომლებსაც ყაზახეთიდან მილსადენით მიღებული ნავთობი რუსეთის პორტ ნოვოროსიისკში, „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ (CPC) ტერმინალში გადააქვთ, წერს Financial Times-ი.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა და საკითხთან დაახლოებულმა სხვა წყაროებმა Financial Times-ს განუცხადეს, რომ ვენსმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის 31 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრისას თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ოფიციალური პირების ცნობით, მას შემდეგ უკრაინას CPC-ის ტერმინალთან ახლოს ტანკერებზე დარტყმა აღარ განუხორციელებია. ამას ასევე ადასტურებს Financial Times-ის მიერ ღია წყაროების ანალიზი.

უკრაინამ პირობა დადო, რომ არ დაესხმებოდა თავს CPC-ის ინფრასტრუქტურას ან არარუსულ გემებს, თუკი ისინი უკრაინის სანქციების ქვეშ არ იმყოფებოდნენ და რუსეთის ნავთობს ან სხვა რუსულ ტვირთს არ გადაჰქონდათ.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს“, - განაცხადა უკრაინის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. მისი თქმით, აშშ-ის მოთხოვნის საპასუხოდ კიევმა შესაბამისი „მექანიზმები“ შექმნა.

მისივე განცხადებით, CPC „აშშ-ისა და ყაზახეთის მთავრობებთან საუბრის მუდმივი თემაა“.

როგორც Financial Times-ი იუწყება, ამერიკული ენერგოგიგანტები Chevron-ი და ExxonMobil-ი ფლობენ წილებს როგორც CPC-ში, რომელიც ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის მთავარი მარშრუტია, ასევე დასავლეთ ყაზახეთში მდებარე ნავთობის საბადოებში, რომლებიც ამ სისტემას ამარაგებენ.

Chevron-ი ყაზახეთის უდიდეს საბადო Tengiz-ში 50%-იან წილს ფლობს, ხოლო Exxon-ს 25% ეკუთვნის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს