ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

Reuters: დრონებით თავდასხმის შემდეგ დასავლეთ ციმბირში მდებარე ნავთობქიმიურმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

Reuters: დრონებით თავდასხმის შემდეგ დასავლეთ ციმბირში მდებარე ნავთობქიმიურმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთის დასავლეთ ციმბირში, ტიუმენის ოლქის ქალაქ ტობოლსკში მდებარე „სიბურის“ ნავთობქიმიური კომპლექსი ორშაბათს განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა და მუშაობა შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთის დასავლეთ ციმბირში, ტიუმენის ოლქის ქალაქ ტობოლსკში მდებარე „სიბურის“ ნავთობქიმიური კომპლექსი ორშაბათს განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა და მუშაობა შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრ…

რუსეთის დასავლეთ ციმბირში, ტიუმენის ოლქის ქალაქ ტობოლსკში მდებარე „სიბურის“ ნავთობქიმიური კომპლექსი ორშაბათს განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა და მუშაობა შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ობიექტი, რომელიც რუსეთში თხევადი გაზის (LPG) ყველაზე დიდი მწარმოებელია, განუსაზღვრელი ვადით გაჩერდა, „სანამ ზარალის მასშტაბი და მისი შედეგები შეფასდება“.

ტიუმენის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ მოორმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შემდეგ რეგიონში მდებარე სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა კონკრეტულად რომელი ობიექტი დაზიანდა, არ დაუკონკრეტებია.

როგორც Reuters-ი იუწყება, ტობოლსკის ქარხანა წელიწადში დაახლოებით 6 მილიონ ტონა თხევად ბუნებრივ აირს აწარმოებს, რაც რუსეთის მთლიანი წარმოების დაახლოებით 40%-ს შეადგენს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს