ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 0

The New York Times: ირანი პირვანდელი შეთანხმებით მინიმალური დათმობების სანაცვლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს იღებს

The New York Times: ირანი პირვანდელი შეთანხმებით მინიმალური დათმობების სანაცვლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს იღებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული პირვანდელი შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ომის შეჩერებას ითვალისწინებს, ირანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ შეღავათებს ანიჭებს, მაშინ როცა ყველაზე რთული სადავო საკითხები და ბირთვულ პროგრამ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული პირვანდელი შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ომის შეჩერებას ითვალისწინებს, ირანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ შეღავათებს ანიჭებს, მაშინ როცა ყველაზე რთული სადავო საკითხები და ბირთვულ პროგრამ…

აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული პირვანდელი შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ომის შეჩერებას ითვალისწინებს, ირანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ შეღავათებს ანიჭებს, მაშინ როცა ყველაზე რთული სადავო საკითხები და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მძიმე დათმობები, რომელთა განხორციელებაც საბოლოოდ ირანს მოუწევს, ამ ეტაპზე გადადებულია. სტატიას ამ შინაარსით The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეთანხმების თანახმად, უქმდება ირანის პორტებზე შეერთებული შტატების მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თეირანი იღებს ნებართვას, საბოლოო ბირთვული შეთანხმების გაფორმებამდე განაახლოს ნავთობის ექსპორტი. ეს ირანისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური შვება იქნება, რადგან ბოლო წლებში ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის - ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა, ხოლო ინფლაცია რეკორდულ ნიშნულამდე ავიდა.

ირანის მხრიდან მთავარი ვალდებულება მომდევნო 60 დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტის თავისუფალი ნაოსნობისთვის გახსნაა, თუმცა შეთანხმება არ გამორიცხავს, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ თეირანმა გარკვეული საფასური დააწესოს.

„საერთო ჯამში, მემორანდუმი უფრო ირანის სასარგებლოდ გამოიყურება“, - აცხადებს ნიკოლ გრაევსკი, რომელიც საფრანგეთში, Sciences Po-ს საერთაშორისო კვლევების ცენტრში ასწავლის და ირანის საგარეო პოლიტიკას იკვლევს.

ექსპერტის შეფასებით, თეირანი სანქციების შემსუბუქების მიმართულებით პროგრესს, ნავთობის ექსპორტის აღდგენის შესაძლებლობას, ეკონომიკურ სარგებელსა და სამხედრო ზეწოლის შემცირებას იღებს, სანაცვლოდ კი ბირთვულ სფეროში შედარებით შეზღუდულ ახალ ვალდებულებებს კისრულობს.

გრაევსკის თქმით, ვაშინგტონის მიერ მოთხოვნილი ყველაზე რთული დათმობების დიდი ნაწილი მომავალი მოლაპარაკებებისთვის გადაიდო, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საბოლოო შეთანხმებამ მხარეებს შორის ვალდებულებები და სარგებელი უფრო თანაბრად გადაანაწილოს.

„თუმცა, თუ მხოლოდ ამ მემორანდუმს შევაფასებთ, დაუყოვნებელი და კონკრეტული სარგებელი აშკარად ირანის მხარეს არის“, - აღნიშნავს ის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს