ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

პუტინის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის მიერ რუსული გემების დაკავებას შესაბამის პასუხს გასცემს

პუტინის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის მიერ რუსული გემების დაკავებას შესაბამის პასუხს გასცემს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი დასავლეთის მიერ რუსული გემების დაკავებას შესაბამის პასუხს გასცემს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს . „თუ აღნიშნული გადაწყვეტილება [ევროკავშირის ქვეყნების მიე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი დასავლეთის მიერ რუსული გემების დაკავებას შესაბამის პასუხს გასცემს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს . „თუ აღნიშნული გადაწყვეტილება [ევროკავშირის ქვეყნების მიე…

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი დასავლეთის მიერ რუსული გემების დაკავებას შესაბამის პასუხს გასცემს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„თუ აღნიშნული გადაწყვეტილება [ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული გემების დაკავების შესახებ] პრაქტიკაზე იქნება რეალიზებული, ჩვენ იძულებულები ვიქნებით ვუპასუხოთ შესაბამისად“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსი სამხედროები გემებს არა მხოლოდ იმ აკვატორიაში დააკავებენ, სადაც ევროპელები დაატყვევებენ რუსულ ხომალდებს.

„ეს მოხდება იქ, სადაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და მიზანშეწონილად, ნებისმიერ ადგილას, მათ შორის წყნარი ოკეანის ფლოტის პასუხისმგებლობის ზონაში“, - დასძინა მან.

როგორც პუტინმა აღნიშნა, ასეთი ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე გადაეცა. „ასეთი დავალება უკვე დიდი ხანია გაიცა თავდაცვის სამინისტროსთვის, ვიცი, რომ ის წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლობასაც გადაეცა, გთხოვთ ამასთან დაკავშირებით თქვენი შეხედულებების შესახებ მომახსენოთ“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს