ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 3

Reuters: ევროკავშირის ხუთი ქვეყანა ბრიუსელს ბლოკში ახალი წევრების მიღებას შეზღუდული უფლებებით სთავაზობს

Reuters: ევროკავშირის ხუთი ქვეყანა ბრიუსელს ბლოკში ახალი წევრების მიღებას შეზღუდული უფლებებით სთავაზობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის ხუთი ქვეყანა გამოდის ინიციატივით, ბლოკმა ახალი წევრები მიიღოს ისე, რომ მათ დროებით გარკვეული უფლებები შეზღუდული ჰქონდეთ
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის ხუთი ქვეყანა გამოდის ინიციატივით, ბლოკმა ახალი წევრები მიიღოს ისე, რომ მათ დროებით გარკვეული უფლებები შეზღუდული ჰქონდეთ

ევროკავშირის ხუთი ქვეყანა გამოდის ინიციატივით, ბლოკმა ახალი წევრები მიიღოს ისე, რომ მათ დროებით გარკვეული უფლებები შეზღუდული ჰქონდეთ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გერმანიამ, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და ლუქსემბურგმა საერთო დოკუმენტი შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც, ქვეყნები ევროკავშირში ისე გაწევრიანდებიან, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მათ უფლებები შეზღუდული ექნებათ, რაც სამართლის უზენაესობის დამატებითი გარანტია უნდა გახდეს.

როგორც Reuters-ი იუწყება, ევროპის ქვეყნების მთავრობები დღემდე აწარმოებენ დისკუსიას იმის თაობაზე, ღირს, თუ არა ახალი წევრებისთვის ახალი წესების შემოღება. ზოგი სახელმწიფო ბრიუსელს სთავაზობს შეიმუშაოს უფრო მკაცრი პირობები, რათა ვიქტორ ორბანის დროინდელი უნგრეთის მსგავსი მაგალითი არ განმეორდეს.

ახალი დოკუმენტი რამდენიმე ვარიანტს მოიცავს, მათ შორის მონიტორინგისა და პირობების ახალი მექანიზმის შექმნას, რომელიც ბრიუსელს უფლებას მისცემს გარკვეულ ზომებს მიმართოს, თუ დაინახავს, რომ ახალი წევრი სახელმწიფო დემოკრატიის ან მედიის თავისუფლების კუთხით სერიოზულ უკუსვლას განიცდის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს