ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 4

პიტ ჰეგსეთი - ევროპა აშშ-ზე დამოკიდებული არ უნდა ყოფილიყო

პიტ ჰეგსეთი - ევროპა აშშ-ზე დამოკიდებული არ უნდა ყოფილიყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპა აშშ-ზე დამოკიდებული არ უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ "ევროპა მოიაზრებოდა სამხედრო ძალად, რომ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპა აშშ-ზე დამოკიდებული არ უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ "ევროპა მოიაზრებოდა სამხედრო ძალად, რომ…

ევროპა აშშ-ზე დამოკიდებული არ უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ "ევროპა მოიაზრებოდა სამხედრო ძალად, რომელიც ძლიერი ამერიკის მოკავშირე იქნებოდა. სწორედ ეს არის „ნატო 1.0“-ის არსი"

„ეს უინსტონ ჩერჩილს, შარლ დე გოლსა და კონრად ადენაუერს არ სურდათ. ევროპა სამხედრო ძალა უნდა ყოფილიყო, ძლიერი ამერიკის მოკავშირე“, - განაცხადა ჰეგსეთმა.

პიტ ჰეგსეთის ცნობით, თავდაცვის დეპარტამენტი ევროპაში განლაგებული ამერიკული ძალების რაოდენობას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გადახედავს.

„ეს შემუშავებული იქნება იმისთვის, რომ ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე პასუხისმგებლობა აიღოს. აშშ გააორმაგებს თავის ძალისხმევას, რათა მოკავშირეებმა თავდაცვაზე იმდენი დახარჯონ, რამდენიც საჭიროა“, - განაცხადა ჰეგსეთმა.

ასევე, ჰეგსეთის თქმით, ნატო-ს ბიუჯეტში აშშ-ის შენატანი სხვა წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების სამიზნე ნიშნულების მიღწევაზე იქნება დამოკიდებული.

„იქ, სადაც ჩვენი მოკავშირეები შესაბამისად არ დახარჯავენ, ჩვენი შენატანებიც შემცირდება. ნატო ორმხრივი ქუჩა გახდება. ამერიკა ევროპის თავდაცვაზე იმაზე მეტად ვერ იზრუნებს და იმაზე მეტს ვერ დახარჯავს, ვიდრე ჩვენი მოკავშირეები“, - განაცხადა ჰეგსეთმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს