ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

Reuters: პუტინი კურილის კუნძულებზე ჩავიდა, რამაც იაპონიის პროტესტი გამოიწვია

Reuters: პუტინი კურილის კუნძულებზე ჩავიდა, რამაც იაპონიის პროტესტი გამოიწვია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შორეულ აღმოსავლეთში მოგზაურობის ფარგლებში კუნძულ იტურუპზე ჩავიდა, რომელსაც იაპონია თავის ტერიტორიად მიიჩნევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . როგორც სააგენტო იუწყება, მოსკოვსა და ტოკი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შორეულ აღმოსავლეთში მოგზაურობის ფარგლებში კუნძულ იტურუპზე ჩავიდა, რომელსაც იაპონია თავის ტერიტორიად მიიჩნევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . როგორც სააგენტო იუწყება, მოსკოვსა და ტოკი…

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შორეულ აღმოსავლეთში მოგზაურობის ფარგლებში კუნძულ იტურუპზე ჩავიდა, რომელსაც იაპონია თავის ტერიტორიად მიიჩნევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, მოსკოვსა და ტოკიოს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ოფიციალური სამშვიდობო ხელშეკრულება დღემდე არ გაუფორმებიათ. ამის მთავარი მიზეზი კურილის კუნძულების ტერიტორიული დავაა, რომლებსაც იაპონია „ჩრდილოეთ ტერიტორიებს“ უწოდებს.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ ეს კურილის კუნძულებზე პუტინის პირველი ვიზიტი იყო. რუსეთის ლიდერის ჩასვლა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოშიმიცუ მოტეგიმ გააპროტესტა.

„ჩრდილოეთ ტერიტორიები, მათ შორის ეტოროფუ (იტურუპი), ისტორიულად და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე იაპონიის განუყოფელი ტერიტორიაა. იაპონია ამ ვიზიტს კატეგორიულად აპროტესტებს“, - დაწერა მოტეგიმ სოციალურ ქსელ X-ში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს