ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 14

ომში მყოფ ქვეყნებში „ევროვიზიის“ ჩატარება აიკრძალება

ომში მყოფ ქვეყნებში „ევროვიზიის“ ჩატარება აიკრძალება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ომებში ჩაბმულ ქვეყნებს სიმღერის კონკურს „ევროვიზიის“ მასპინძლობა აეკრძალებათ - ცვლილებები კონკურსის ჩატარების წესებში ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) დაამტკიცა . ტრადიციისამებრ, „ევროვიზიაში“ გამარჯვებული ქვეყანა მუსი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ომებში ჩაბმულ ქვეყნებს სიმღერის კონკურს „ევროვიზიის“ მასპინძლობა აეკრძალებათ - ცვლილებები კონკურსის ჩატარების წესებში ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) დაამტკიცა . ტრადიციისამებრ, „ევროვიზიაში“ გამარჯვებული ქვეყანა მუსი…

ომებში ჩაბმულ ქვეყნებს სიმღერის კონკურს „ევროვიზიის“ მასპინძლობა აეკრძალებათ - ცვლილებები კონკურსის ჩატარების წესებში ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) დაამტკიცა.

ტრადიციისამებრ, „ევროვიზიაში“ გამარჯვებული ქვეყანა მუსიკალურ კონკურსს მომდევნო წელს მასპინძლობს. ახალი წესების თანახმად, გამარჯვებული ქვეყანა ავტომატურად კარგავს კონკურსის ჩატარების უფლებას, „თუ შეიარაღებული კონფლიქტი, დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარება ან ნებისმიერი სხვა სიტუაცია არსებითად მოქმედებს სახელმწიფოს ან რეგიონის უსაფრთხოებასა თუ სტაბილურობაზე“.

EBU-ს ასევე შეუძლია გამარჯვებულ ქვეყანას რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის დამოუკიდებელი შეფასება შეუკვეთოს. ასეთი შეფასების შემდეგ ორგანიზაცია გამართავს კონსულტაციებს, რათა დაადგინოს, შეუძლია თუ არა გამარჯვებულ მაუწყებელს კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარება.

თუ გადაწყდება, რომ გამარჯვებულ ქვეყანას არ შეუძლია კონკურსის მიღება, EBU ორგანიზატორად სხვა სახელმწიფოს დანიშნავს. ახალი ქვეყანა კონკურსს საკუთარი სახელით ჩაატარებს.

როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირი აღნიშნავს, ცვლილებები 2026 წელს ვენაში გამართული კონკურსის შემდეგ მონაწილე მაუწყებლების გამოხმაურებების გათვალისწინებით არის შეტანილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს