ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტი დაიხურა

ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტი დაიხურა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სიცილიაზე კატანიის აეროპორტი ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო დაიხურა , რაც სულ მცირე ადგილობრივი დროით 14 აგვისტოს 02:00 საათამდე გასტანს. არ არის გამორიცხული, რომ შეზღუდვები გაგრძელდეს. ეტნას ამოფრქვევის გამო სიცილიის აერ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სიცილიაზე კატანიის აეროპორტი ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო დაიხურა , რაც სულ მცირე ადგილობრივი დროით 14 აგვისტოს 02:00 საათამდე გასტანს. არ არის გამორიცხული, რომ შეზღუდვები გაგრძელდეს. ეტნას ამოფრქვევის გამო სიცილიის აერ…

სიცილიაზე კატანიის აეროპორტი ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო დაიხურა, რაც სულ მცირე ადგილობრივი დროით 14 აგვისტოს 02:00 საათამდე გასტანს. არ არის გამორიცხული, რომ შეზღუდვები გაგრძელდეს.

ეტნას ამოფრქვევის გამო სიცილიის აეროპორტების მუშაობა უკვე რამდენიმე დღეა სერიოზულად არის შეფერხებული. ცვლილებები ასობით რეისს შეეხო - ნაწილი გაუქმდა ან გადაიდო, თვითმფრინავების ნაწილი კი კატანიიდან პალერმოსა და კომიზოს აეროპორტებში გადამისამართდა. მგზავრები იუწყებიან გადატვირთული მატარებლებისა და ალტერნატიულ აეროპორტებამდე მიღწევის მცდელობისას ტაქსის ფასების მკვეთრი ზრდის შესახებ.

7 აგვისტოდან ეტნა დიდი რაოდენობით ფერფლსა და გავარვარებული ქანების ნატეხებს ამოაფრქვევს. იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ლავის მძლავრი ნაკადები 2360 და 2750 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ორი კრატერიდან გადმოდის.

ეტნა ევროპაში ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ამოიფრქვევა. აქტივობის წინა პერიოდი ივლისის დასაწყისში იყო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს