ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 14

ფაშინიანი: მზად ვართ ვითანამშრომლოთ აზერბაიჯანთან ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში, როგორც ამას საქართველოსთან ვაკეთებთ

ფაშინიანი: მზად ვართ ვითანამშრომლოთ აზერბაიჯანთან ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში, როგორც ამას საქართველოსთან ვაკეთებთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით , ერევანი მზადაა ითანამშრომლოს აზერბაიჯანთან ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის კუთხით, როგორც ამას საქართველოსთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან აკეთებს. როგორც ფ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით , ერევანი მზადაა ითანამშრომლოს აზერბაიჯანთან ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის კუთხით, როგორც ამას საქართველოსთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან აკეთებს. როგორც ფ…

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი მზადაა ითანამშრომლოს აზერბაიჯანთან ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის კუთხით, როგორც ამას საქართველოსთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან აკეთებს.

როგორც ფაშინიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სომხეთში მრავალი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ჭარბი გამომუშავება ხდებოდა, თუმცა ახლა, როცა ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ვითარდება, ხოლო დენის მოხმარება იზრდება, ჩნდება იმპორტის აუცილებლობა.

„ჩვენ ელექტროენერგიით საერთაშორისო ვაჭრობის ფარგლებს გარეთ არ უნდა დავრჩეთ. ხანდახან ჩვენ მოგვიწევს ექსპორტი, ხანდახან იმპორტი, მათ შორის შესაძლოა აზერბაიჯანთან გვქონდეს პარტნიორობა და თანამშრომლობა ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის თვალსაზრისით, როგორც ამას სხვა ქვეყნებთან ვაკეთებთ - თურქეთთან, ირანთან, საქართველოსთან და ა.შ.“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თმით, სომხეთის ხელისუფლების საბოლოო მიზანს 100-პროცენტიანი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა წარმოადგენს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს