ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 14

Euractiv: ძლიერი ხანძრების გამო ევროკავშირის ტერიტორიის 38% გვალვამ მოიცვა

Euractiv: ძლიერი ხანძრების გამო ევროკავშირის ტერიტორიის 38% გვალვამ მოიცვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ძლიერი ხანძრების გამო გაერთიანების ტერიტორიის 38% გვალვამ მოიცვა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს . სააგენტოს ცნობით, გვალვით მოცული 38%-იდან ტერიტორიების 14,8% არის სასოფლო-სამეურნეო მი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ძლიერი ხანძრების გამო გაერთიანების ტერიტორიის 38% გვალვამ მოიცვა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს . სააგენტოს ცნობით, გვალვით მოცული 38%-იდან ტერიტორიების 14,8% არის სასოფლო-სამეურნეო მი…

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ძლიერი ხანძრების გამო გაერთიანების ტერიტორიის 38% გვალვამ მოიცვა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გვალვით მოცული 38%-იდან ტერიტორიების 14,8% არის სასოფლო-სამეურნეო მიწები, ხოლო 14,5% - ტყეები.

ხანძრებით გამოწვეული გვალვის გამო ევროკავშირის მეცხოველეობის სექტორი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ფერმერები ზამთრისთვის განკუთვნილი საკვების მარაგების გამოყენებას ჩვეულებრივზე რამდენიმე თვით ადრე იწყებენ. გამხმარ საძოვრებსა და დაზიანებულ ნათესებთან ერთად ეს ცხოველებისთვის საკვების მიწოდებას სულ უფრო ამცირებს, წერს Euractiv-ი.

გვალვა ევროპულ სოფლის მეურნეობას არა მხოლოდ მესაქონლეობის თვალსაზრისით, არამედ ფართო მასშტაბით აზარალებს და პრობლემებს უქმნის როგორც ზეითუნის ზეთისა და ღვინის წარმოებას, ისე მნიშვნელოვან კულტურებს, მათ შორის სიმინდსა და მზესუმზირას. საფრანგეთი, რომელიც ევროკავშირში სიმინდის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, 1980 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მოსავლისთვის ემზადება.

გამხმარ საძოვრებსა და საკვების გაძვირებას ებრძვიან ფერმერები ესპანეთშიც.

„მაისში უკვე 32-35 გრადუს ტემპერატურას ვაფიქსირებდით“, - განაცხადა ესპანელ ფერმერთა პროფკავშირის ASAJA-ს წარმომადგენელმა ხუან ლუის დელგადომ.

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ნალექის რაოდენობა შედარებით კარგი იყო, ადრეულმა სიცხემ საძოვრების გამოშრობა და წყლის ხელმისაწვდომობის შემცირება გამოიწვია.

დელგადოს თქმით, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში მარცვლეულისა და ჩალის დაბალმა მოსავალმა საკვების ფასი გაზარდა. მისივე განცხადებით, ცხოველთა დაავადებებთან დაკავშირებული ექსპორტის შეზღუდვები ფასებზე დამატებით ზეწოლას ახდენს.

ანალოგიური ვითარებაა გერმანიასა და ირლანდიაში, წერს გამოცემა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს