ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 14

კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობისთვის ბრალდებულს, შესაძლოა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ

კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობისთვის ბრალდებულს, შესაძლოა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობისთვის ბრალდებულს, შესაძლოა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ. აღნიშნულს მხარს უჭერენ საქმის პროკურორები, უმკაცრეს სასჯელს კი 23 წლის ტაილერ რობინსონის ადვოკატები არ ეთანხმებიან. ტაი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობისთვის ბრალდებულს, შესაძლოა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ. აღნიშნულს მხარს უჭერენ საქმის პროკურორები, უმკაცრეს სასჯელს კი 23 წლის ტაილერ რობინსონის ადვოკატები არ ეთანხმებიან. ტაი…

კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობისთვის ბრალდებულს, შესაძლოა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ. აღნიშნულს მხარს უჭერენ საქმის პროკურორები, უმკაცრეს სასჯელს კი 23 წლის ტაილერ რობინსონის ადვოკატები არ ეთანხმებიან.

ტაილერ რობინსონის უფლებადამცველის თქმით, იუტის შტატის მკვიდრს სიკვდილით დასჯა არ უნდა მიესაჯოს, რადგან მას მხოლოდ კირკის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი, „მიზანს“ გაარტყა და სხვა შეკრებილებისთვის საფრთხე არ შეუქმნია.

საქმის პროკურორები რობინსონისთვის სიკვდილით დასჯას ითხოვენ. მათი თქმით, როდესაც იუტის უნივერსიტეტში ახალგაზრდამ ჩარლი კირკს ათასობით ადამიანის თვალწინ ესროლა, სხვების სიკვდილის რისკი გამიზნულად შექმნა.

შეგახსენებთ, 31 წლის კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი 2025 წლის 10 სექტემბერს, იუტის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ტაილერ რობინსონი კი თავდასხმიდან 33 საათის შემდეგ დააკავეს.

ცნობისთვის, ჩარლი კირკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ღია მხარდამჭერი იყო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს