ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

Reuters: რეკორდული წვიმის გამო ათასობით მგზავრი ტოკიოს აეროპორტში ჩარჩა. წყალდიდობამ გზები და რკინიგზა დააზიანა, არის მსხვერპლი

Reuters: რეკორდული წვიმის გამო ათასობით მგზავრი ტოკიოს აეროპორტში ჩარჩა. წყალდიდობამ გზები და რკინიგზა დააზიანა, არის მსხვერპლი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იაპონიის ჩიბას პრეფექტურაში რეკორდული წვიმის შედეგად დაახლოებით 7 000 მგზავრი ჩარჩა ტოკიოს ნარიტას აეროპორტში, რადგან წყალდიდობამ გზები და რკინიგზა დააზიანა და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. ინფორმაციას Re…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იაპონიის ჩიბას პრეფექტურაში რეკორდული წვიმის შედეგად დაახლოებით 7 000 მგზავრი ჩარჩა ტოკიოს ნარიტას აეროპორტში, რადგან წყალდიდობამ გზები და რკინიგზა დააზიანა და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. ინფორმაციას Re…

იაპონიის ჩიბას პრეფექტურაში რეკორდული წვიმის შედეგად დაახლოებით 7 000 მგზავრი ჩარჩა ტოკიოს ნარიტას აეროპორტში, რადგან წყალდიდობამ გზები და რკინიგზა დააზიანა და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჩიბას ზოგიერთ ნაწილში 24 საათის განმავლობაში 360 მილიმეტრზე მეტი ნალექი მოვიდა. სააგენტოს მიხედვით, დადასტურებულია ოთხი ადამიანის დაღუპვა, ხოლო ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

22 000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხოლო ასობით ადამიანმა ღამე დროებით ევაკუაციის ცენტრებში გაატარა. რკინიგზის მუშაობა დროებით შეჩერებული იყო, თუმცა მოგვიანებით ნარიტასა და ტოკიოს დამაკავშირებელი ზოგიერთი მატარებლის მოძრაობა აღდგა, რამაც საცობების შემცირებას შეუწყო ხელი.

ნარიტას აეროპორტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეისები ჩვეულებრივად სრულდებოდა, თუმცა ავიაკომპანია Japan Airlines-ში აცხადებენ, რომ შესაძლოა ზოგიერთი რეისი დაგვიანდეს, მაგრამ ფრენების გაუქმება ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.

ამასთან, როგორც Reuters-ი იუწყება, სამაშველო სამუშაოებში სამხედრო მოსამსახურეებიც ჩართეს, რადგან ხელისუფლება წყალდიდობას და რეგიონში ტრანსპორტის მნიშვნელოვან შეფერხებებს ებრძოდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს