ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 13

Reuters: ტრამპი დრონების იმპორტზე 100-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას გეგმავს

Reuters: ტრამპი დრონების იმპორტზე 100-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას გეგმავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაცხადებით, ამერიკა დრონებისა და მათი კომპონენტების იმპორტზე, მათ შორის აშშ-ის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოკავშირისგან შემოტანილ პროდუქციაზე ტარიფების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას Reut…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაცხადებით, ამერიკა დრონებისა და მათი კომპონენტების იმპორტზე, მათ შორის აშშ-ის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოკავშირისგან შემოტანილ პროდუქციაზე ტარიფების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას Reut…

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაცხადებით, ამერიკა დრონებისა და მათი კომპონენტების იმპორტზე, მათ შორის აშშ-ის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოკავშირისგან შემოტანილ პროდუქციაზე ტარიფების დაწესებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ქვეყანა უცხოური წარმოების დრონებსა და მათ კომპონენტებზე „ზედმეტად არის დამოკიდებული“.

ტრამპის მიერ ხელმოწერილი საპრეზიდენტო განკარგულების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებით მგრძნობიარე, გარკვეული ზომისა და შესაძლებლობების მქონე დრონებზე 100%-იანი ტარიფი დაწესდება. თეთრი სახლის განცხადებით, უფრო მცირე ზომის დრონებზე ტარიფი 25% იქნება.

ევროკავშირიდან, იაპონიიდან, ლიხტენშტაინიდან, სამხრეთ კორეიდან, შვეიცარიიდან და ტაივანიდან იმპორტირებულ დრონებსა და მათ კომპონენტებზე 15%-იანი ტარიფი დაწესდება, ხოლო გაერთიანებული სამეფოდან შემოტანილ დრონებზე - 10%-იანი ტარიფი, განაცხადეს თეთრ სახლში.

როგორც Reuters-ი იუწყება, ტრამპმა ტარიფები თავისი საგარეო და სავაჭრო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად აქცია, სამართლებრივი დაბრკოლებებისა და ზოგიერთი ანალიტიკოსის კრიტიკის მიუხედავად.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებაში ტრამპმა განაცხადა, რომ ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა უპილოტო საფრენი აპარატების სისტემების, ანუ დრონების იმპორტის გავლენა შეისწავლა.

„მდივანმა დაადგინა, რომ უცხოელი მწარმოებლების მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატების იმპორტის წილი არსებითია და რომ აშშ ზედმეტად არის დამოკიდებული უცხოურ წყაროებზე, როგორც უპილოტო საფრენი აპარატების, ისე მათი კომპონენტების თვალსაზრისით“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ლუტნიკის შეფასებით, გარკვეული უცხოური კომპანიებისა და სუბიექტების მიერ წარმოებული დრონები და მათი კომპონენტები „უსაფრთხოებისა და დაცულობის რისკებს ქმნის“, ხოლო აშშ-ის ადგილობრივი ინდუსტრია ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარის პროდუქციას ვერ აწარმოებს.

ტარიფები ძალაში 21 დღეში შევა, განაცხადა თეთრმა სახლმა. განსაკუთრებით მგრძნობიარე კატეგორიაში არ შემავალი დრონების კომპონენტებზე ტარიფები ხელმოწერიდან 180 დღის შემდეგ ამოქმედდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს