ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 14

მედია: ცეტრალური აზიის ქვეყნებში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვაა. დენი ნაწილობრივ არ მიეწოდებათ ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთს

მედია: ცეტრალური აზიის ქვეყნებში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვაა. დენი ნაწილობრივ არ მიეწოდებათ ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ცენტრალური აზიის ოთხ ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს . დენი გაითიშა ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. ყაზახური მხარის ცნობით, ელექტროენერგია ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ცენტრალური აზიის ოთხ ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს . დენი გაითიშა ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. ყაზახური მხარის ცნობით, ელექტროენერგია ს…

ცენტრალური აზიის ოთხ ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დენი გაითიშა ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში.

ყაზახური მხარის ცნობით, ელექტროენერგია სრულად გაითიშა ქალაქ ალმატიშა და ალმატის ოლქის 10 რაიონში მას შემდეგ, რაც სამი ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გაითიშა.

ყირგიზეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი დედაქალაქი ბიშკეკი. ქვეყნის ენერგოსისტემა იზოლირებულ რეჟიმში მუშაობს.

ტაჯიკეთში დენის გარეშე დარჩენილია დედაქალაქი დუშანბე და ქალაქები ხუჯანდი, ვახდათი, ნურეკი, გისარი, შაჰრინავი და სხვა დასახლებები და რაიონები. მომხდარის ზუსტ მიზეზს ტაჯიკური მხარე ჯერ ვერ ასახელებს.

უზბეკეთში დენის გარეშეა დარჩენილი სურხანდარიის ოლქი. უზბეკეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მეზობელ ქვეყანაში მომხდარმა ავარიამ ცენტრალური აზიის მთლიანი ენერგოსისტემის დაზიანება გამოიწვია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს