ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

​ლიხტენშტაინმა მემკვიდრეობის წესები შეცვალა - ამიერიდან ტახტის დაკავება ქალებსაც შეეძლებათ

​ლიხტენშტაინმა მემკვიდრეობის წესები შეცვალა - ამიერიდან ტახტის დაკავება ქალებსაც შეეძლებათ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლიხტენშტაინის სამთავრო სახლმა ტახტის მემკვიდრეობის წესები შეცვალა - ამიერიდან, მომავალ თაობებში, ქალები ტახტის დაკავებას კაცების თანაბრად შეძლებენ. ლიხტენშტაინის სამთავრო სახლის პრესრელიზში ნათქვამია, რომ მდედრობითი სქეს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლიხტენშტაინის სამთავრო სახლმა ტახტის მემკვიდრეობის წესები შეცვალა - ამიერიდან, მომავალ თაობებში, ქალები ტახტის დაკავებას კაცების თანაბრად შეძლებენ. ლიხტენშტაინის სამთავრო სახლის პრესრელიზში ნათქვამია, რომ მდედრობითი სქეს…

ლიხტენშტაინის სამთავრო სახლმა ტახტის მემკვიდრეობის წესები შეცვალა - ამიერიდან, მომავალ თაობებში, ქალები ტახტის დაკავებას კაცების თანაბრად შეძლებენ.

ლიხტენშტაინის სამთავრო სახლის პრესრელიზში ნათქვამია, რომ მდედრობითი სქესის შთამომავლებს ენიჭებათ დინასტიური კანონმდებლობის საკითხებში მონაწილეობის ისეთივე უფლებები, როგორიც მამრობითი სქესის შთამომავლებს. ეს ნიშნავს, რომ მომავალში ტახტის მემკვიდრე, ხოლო შემდგომში - ლიხტენშტაინის მმართველი მთავარი სწორედ პირველი შვილი გახდება, სქესის მიუხედავად.

1989 წლიდან ლიხტენშტაინს ​ ჰანს-ადამ II მართავს, 2004 წლიდან კი ოფიციალური მოვალეობების უმეტესობას მისი უფროსი ვაჟი, მემკვიდრე პრინცი ალოისი ასრულებს. წესების ცვლილება მის ოჯახს არ შეეხება - ის გავრცელდება მხოლოდ იმ შთამომავლებზე, რომლებიც მომავალში დაიბადებიან, განმარტავს პრესრელიზი.

58 წლის პრინც ალოისსა და მის მეუღლე სოფიას ოთხი შვილი ჰყავთ, რომელთაგან უფროსი 31 წლის ვაჟი - იოზეფ ვენცელია. მეორე შვილია ქალიშვილი მარია-კაროლინა, რომელიც ახლა 29 წლისაა.

ლიხტენშტაინი კონსერვატიზმით გამოირჩევა. 1984 წელს მან, ევროპულ ქვეყნებს შორის ბოლომ მისცა ქალებს ეროვნულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება. კაცმა ამომრჩევლებმა რეფერენდუმზე ამ ცვლილებას მცირე უპირატესობით დაუჭირეს მხარი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს