ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 16

ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება

ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა . ვუჩიჩის თქმით, არჩევნები 18 ან 25 ოქტომბერს გაიმართება. ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გახდე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა . ვუჩიჩის თქმით, არჩევნები 18 ან 25 ოქტომბერს გაიმართება. ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გახდე…

სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა.

ვუჩიჩის თქმით, არჩევნები 18 ან 25 ოქტომბერს გაიმართება. ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„ერთ მხარეს იქნება მმართველი სერბეთის პროგრესული პარტია თავისი საარჩევნო სიით, მეორე მხარეს კი ყველა სხვა პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

მედიასთან საუბრისას ვუჩიჩს არ დაუკონკრეტებია, როდის გადადგება, რათა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება გახდეს შესაძლებელი.

სერბეთში საპარლამენტო არჩევნები თავდაპირველად 2027 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი.

„როიტერი“ წერს, რომ ვუჩიჩის განცხადება, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ანტიკორუფციულ საპროტესტო აქციებს მოჰყვა.

ცნობისთვის, 2024 წლის ნოემბერში ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს