ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს

„მიზანმიმართული ტერორიზმი“ - ევროკავშირი უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის თავდასხმას გმობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო და მას „აბსოლუტურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო და მას „აბსოლუტურ…

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა უკრაინის ქალაქ კრივოი როგში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო და მას „აბსოლუტური ამორალურობა“ და „მიზანმიმართული ტერორიზმი“ უწოდა.

„რუსეთის თავდასხმა კრივოი როგის სავაჭრო ცენტრზე მოსკოვის ომის აბსოლუტურ და სრულ ამორალურობასა და მანკიერებაზე მეტყველებს. ეს არის მიზანმიმართული ტერორიზმი. რუსეთს სურს უკრაინული ქალაქები საცხოვრებლად უვარგის ადგილებად აქციოს“, - განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში.

კალასმა ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი აქტიურად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე: „ჩვენ ვამზადებთ ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბურ და შორსმიმავალ სანქციათა პაკეტს, რათა გავზარდოთ ზეწოლა მანამ, სანამ მოსკოვი ომს არ შეწყვეტს“.

მანვე აღნიშნა, რომ 1-2 სექტემბერს დუბლინში გასამართ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ იმაზე, თუ „როგორ გააფართოონ უკრაინის მხარდაჭერა, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო და სარაკეტო თავდაცვის სფეროში“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს