ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

ანდრეი სიბიგა: მაქსიმალური გააქტიურება გვჭირდება. სამწუხაროდ, ამჟამად პაუზის ფაზაში ვართ. ამერიკული მხრიდან უფრო აქტიური მონაწილეობა გვჭირდება- უკრაინას სამშვიდობო პროცესის გასააქტიურებლად შემოქმედებითი იდეები აქვს

ანდრეი სიბიგა: მაქსიმალური გააქტიურება გვჭირდება. სამწუხაროდ, ამჟამად პაუზის ფაზაში ვართ. ამერიკული მხრიდან უფრო აქტიური მონაწილეობა გვჭირდება- უკრაინას სამშვიდობო პროცესის გასააქტიურებლად შემოქმედებითი იდეები აქვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას თქმით, უკრაინულ მხარეს სამშვიდობო პროცესისთვის შემოქმედებითი იდეები აქვს. ამის შესახებ მან კიევში გერმანელ კოლეგასთან იოჰან ვადეფულთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას თქმით, უკრაინულ მხარეს სამშვიდობო პროცესისთვის შემოქმედებითი იდეები აქვს. ამის შესახებ მან კიევში გერმანელ კოლეგასთან იოჰან ვადეფულთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გა…

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას თქმით, უკრაინულ მხარეს სამშვიდობო პროცესისთვის შემოქმედებითი იდეები აქვს. ამის შესახებ მან კიევში გერმანელ კოლეგასთან იოჰან ვადეფულთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება სამშვიდობო ძალისხმევას, ჩვენ მაქსიმალური გააქტიურება გვჭირდება. სამწუხაროდ, ამჟამად პაუზის ფაზაში ვართ. ამერიკული მხრიდან უფრო აქტიური მონაწილეობა გვჭირდება. ჩვენ მივესალმებით ასეთ მონაწილეობას, მივესალმებით ამერიკული მხარის ლიდერობას, რადგან ამერიკელების, შეერთებული შტატების გარეშე, ამ სიტუაციაში პროგრესის, ან სამართლიანი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია“, - აღნიშნა მან.

კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს საკითხი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ვაშინგტონში ცოტა ხნის წინ გამართული შეხვედრის დროს განიხილა.

გარდა ამისა, მისი თქმით, უკრაინული მხარე უკრაინაში ამერიკელ მომლაპარაკებელთა გუნდის ჩასვლას ელოდება.

„უკრაინას აქვს იდეები, მათ შორის შემოქმედებითი, რათა მაქსიმალურად გაააქტიუროს ეს პროცესი. ჩვენ ველოდებით ამერიკული მოლაპარაკების ჯგუფის ჩამოსვლას“, - აღნიშნა სიბიგამ.

უკრაინის უმაღლესმა დიპლომატმა დასძინა, რომ მან და ვადეფულმა დღეს ასევე განიხილეს ევროპის როლი სამშვიდობო ძალისხმევაში.

„ერთი სიტყვით: პაუზები არ უნდა იყოს და ახალი, აქტიური პოლიტიკური და დიპლომატიური სეზონი, უპირველეს ყოვლისა, უნდა ფოკუსირდეს იმაზე, თუ როგორ დავასრულოთ ეს ომი. ამისთვის კი ერთი და პრაქტიკულად ერთადერთი დაბრკოლება არსებობს - პუტინი“, - ხაზგასმით აღნიშნა სიბიგამ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს