ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ეგზიტპოლის თანახმად, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ადალეთი“ ხმების 71,8 პროცენტით ლიდერობს

ეგზიტპოლის თანახმად, ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ადალეთი“ ხმების 71,8 პროცენტით ლიდერობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ყაზახეთში პარლამენტის (ყურულთაის) ახალი შემადგენლობა აირჩიეს. ევრაზიული ინტეგრაციის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მონაცემებით, პარტია „ადალეთი“ („სამართლიანობა“) ხმების 71,8%-ს მიიღებს, პარტია „აუილი“ („სოფ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ყაზახეთში პარლამენტის (ყურულთაის) ახალი შემადგენლობა აირჩიეს. ევრაზიული ინტეგრაციის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მონაცემებით, პარტია „ადალეთი“ („სამართლიანობა“) ხმების 71,8%-ს მიიღებს, პარტია „აუილი“ („სოფ…

ყაზახეთში პარლამენტის (ყურულთაის) ახალი შემადგენლობა აირჩიეს.

ევრაზიული ინტეგრაციის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მონაცემებით, პარტია „ადალეთი“ („სამართლიანობა“) ხმების 71,8%-ს მიიღებს, პარტია „აუილი“ („სოფელი“) – 6,4%-ს, „რესპუბლიკა“ – 5,4%-ს, საერთოეროვნული სოციალ-დემოკრატიული პარტია – 5,2%-ს, ხოლო „აკ ჟოლი“ („ნათელი გზა“) – 5,1%-ს.

ყველა ამ პარტიას ახალი მოწვევის პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა აქვს.

საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები არაუგვიანეს პირველი სექტემბრისა უნდა გამოქვეყნდეს.

კენჭისყრა 10,4 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა.

ადგილობრივი დროით 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 74,19% შეადგინა. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადა.

ცნობისთვის, პირველ ივლისს ყაზახეთში ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც 15 მარტს ჩატარებულ ეროვნულ რეფერენდუმზე მიიღეს. ის ითვალისწინებს ერთპალატიანი პარლამენტის შექმნას, რომელშიც 145 დეპუტატი იქნება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს