ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 2

ბულგარეთის პრემიერი: ბულგარეთი მოითხოვს პატრიარქ კირილეს ამოღებას სანქციების პაკეტიდან

ბულგარეთის პრემიერი: ბულგარეთი მოითხოვს პატრიარქ კირილეს ამოღებას სანქციების პაკეტიდან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა , რომ მისი მთავრობა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტიდან ამოღებას შეეცდება. რადევმა ეს განცხადება ე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა , რომ მისი მთავრობა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტიდან ამოღებას შეეცდება. რადევმა ეს განცხადება ე…

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტიდან ამოღებას შეეცდება.

რადევმა ეს განცხადება ევროპული საბჭოს სამიტის წინ გააკეთა, სადაც ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტსა და უკრაინის უწყვეტ მხარდაჭერას განიხილავენ.

ეს სამიტი იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც უნგრეთს პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი წარადგენს, რომელმაც აპრილის არჩევნებში დაამარცხა თავისი წინამორბედი ვიქტორ ორბანი. ორბანის პოსტიდან ჩამოშორებამ ევროკავშირს უბიძგა, გადახედოს ყველა იმ მანამდე შემოთავაზებულ სანქციას, რომლებიც უნგრეთს ჰქონდა ბლოკირებული.

„მე ზოგადად პატრიარქი კირილე კი არ მაინტერესებს, არამედ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რადგან რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წვლილი შეიტანა ჩვენს გათავისუფლებაში ოსმალეთის ხუთსაუკუნოვანი მონობისგან“, - განუცხადა რადევმა ჟურნალისტებს.

როდესაც პოზიციის დაზუსტება სთხოვეს, ბულგარეთის პრემიერმა განაცხადა: „ბულგარეთი მოითხოვს პატრიარქ კირილეს ამოღებას სანქციების პაკეტიდან“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს