ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ირანი ნატო-ს წევრ ბულგარეთს აფრთხილებს, არ დართოს ნება ამერიკასა და ისრაელს, გამოიყენონ მისი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისთვის

ირანი ნატო-ს წევრ ბულგარეთს აფრთხილებს, არ დართოს ნება ამერიკასა და ისრაელს, გამოიყენონ მისი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ირანი ნატო-ს წევრ ბულგარეთს აფრთხილებს, არ დართოს ნება ამერიკასა და ისრაელს, გამოიყენონ მათი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღეის თქმით, წინააღმდეგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ირანი ნატო-ს წევრ ბულგარეთს აფრთხილებს, არ დართოს ნება ამერიკასა და ისრაელს, გამოიყენონ მათი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღეის თქმით, წინააღმდეგ…

ირანი ნატო-ს წევრ ბულგარეთს აფრთხილებს, არ დართოს ნება ამერიკასა და ისრაელს, გამოიყენონ მათი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღეის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში თეირანი იტოვებს უფლებას, დარტყმები მიიტანოს თავდასხმის ნებისმიერ წყაროზე.

„ჩვენ ბულგარელ ხალხთან პრეტენზია არ გვაქვს, თუმცა ნათლად განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერისკენ, საერთაშორისო სამართლის თანახმად, აგრესიის აქტში მონაწილეობას წარმოადგენს. ირანს აქვს უფლება, მიზანში ამოიღოს ნებისმიერი წარმოშობის ადგილი და მის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ნებისმიერი წყარო. დადასტურებულად ვრცელდებოდა ცნობა, რომ საწვავის შემავსებელმა რამდენიმე თვითმფრინავმა ბულგარეთის ტერიტორია დატოვა. როგორც ბულგარეთის მრავალი მოქალაქე და პოლიტიკოსი აღიარებს, ეს ქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და უტოლდება ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის რეჟიმის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერას“, – აცხადებს ბაღეი.

ირანელი მაღალჩინოსანი ასევე აღნიშნავს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ირანი „თამაშობდა ჭადრაკს“, თუმცა ბოლო წლებში „ჩვენ პოკერის თამაშიც ვისწავლეთ“.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ირანელები პოკერს კარგად თამაშობენ, თუმცა იხოცებიან“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს