ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

მედია: კანადის მთავრობა ელოდება, რომ აშშ-სთან სავაჭრო ომი ხანგრძლივი იქნება

მედია: კანადის მთავრობა ელოდება, რომ აშშ-სთან სავაჭრო ომი ხანგრძლივი იქნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მთავრობას ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებების განახლება ნოემბერში შეერთებულ შტატებში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე. როგორც Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მთავრობას ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებების განახლება ნოემბერში შეერთებულ შტატებში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე. როგორც Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს…

კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მთავრობას ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებების განახლება ნოემბერში შეერთებულ შტატებში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე.

როგორც Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, კანადის მთავრობა ამუშავებს შიდა დახმარების პაკეტს ამერიკული ტარიფებისგან დაზარალებული ბიზნესის მხარდასაჭერად და ვარაუდობს, რომ საჭიროების შემთხვევაში გაძლებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ ვაშინგტონმა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა. პასუხად, კანადის პრემიერ-მინისტრმა ანალოგიური საპასუხო ზომების გატარება დააანონსა. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ბოლო მომენტში ვაშინგტონის ახალი პირობების გამო პროცესი ჩაიშალა, რამაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომის გამძაფრება გამოიწვია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს