ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება

NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს . გან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს . გან…

ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.

განხორციელების შემთხვევაში, ეს ნაბიჯი აშშ-ის ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბური ერთჯერადი გაუქმება იქნება და, სავარაუდოდ, სამართლებრივ გამოწვევებს წააწყდება.

თუ გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა ან არ გადაიხედა, მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი უახლოეს კვირებში გამოაცხადებს 2016-დან 2026 წლამდე გაცემული B1 და B2 ვიზების გაუქმების შესახებ იმ პირებისთვის, რომლებმაც თავშესაფარი მოითხოვეს ან ახლა ითხოვენ.

„ჩვენ კოორდინაციაში ვართ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტთან, რათა გამოვავლინოთ და გავაუქმოთ იმ უცხოელთა არასაიმიგრაციო ვიზები, რომლებიც შეერთებულ შტატებში მოკლევადიანი ვიზიტორის სტატუსით ჩამოვიდნენ, ხოლო შემდეგ, აქ მუდმივად დარჩენის მიზნით, თავშესაფარი მოითხოვეს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტომი პიგოტმა.

უწყების წარმომადგენელმა კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ პროცესი უწყვეტ რეჟიმში წარიმართება, შესაბამისად, გაუქმებული ვიზების საბოლოო რაოდენობა დინამიური იქნება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს