ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო

აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო , რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო , რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავ…

ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო, რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებს აღრმავებს.

სიიდან ამოღების გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის ხაზინის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ძალაში შევიდა კონგრესის 45-დღიანი განხილვის პერიოდის ამოწურვის შემდეგ.

აღნიშნული პროცედურა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც ტრამპმა 8 ივლისს კონგრესს ოფიციალურად შეატყობინა აღნიშნული სტატუსის გაუქმების განზრახვის შესახებ.

„ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ პოზიტიური ქმედებებისა და შემდგომი ვალდებულებების აღიარების ნიშნად, რაც სირიის მთავრობამ პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით იკისრა, რათა სირია სრულად ჩამოაშოროს საერთაშორისო ტერორისტულ საქმიანობას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

სირია აღნიშნულ სიაში 1979 წლიდან ირიცხებოდა, როდესაც ვაშინგტონმა ყოფილი პრეზიდენტის, ჰაფეზ ალ-ასადის მთავრობა შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

სტატუსი ძალაში რჩებოდა მისი ვაჟის, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის განმავლობაშიც.

ასევე გაუქმდა „ალ-ნუსრას ფრონტისთვის“ განსაკუთრებული კატეგორიის გლობალური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი. შედეგად, კუბა, ირანი და ჩრდილოეთ კორეა რჩებიან იმ ქვეყნებად, რომლებსაც ვაშინგტონი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად მიიჩნევს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს