ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

Reuters: პაკისტანმა და ირანმა აშშ-თან და ისრაელთან ომის დასრულების საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს

Reuters: პაკისტანმა და ირანმა აშშ-თან და ისრაელთან ომის დასრულების საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პაკისტანმა და ირანმა მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს. მოლაპარაკებები ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომს, ასევე მშვიდობისკენ მიმავალი გზების მოძიებას შეეხებოდა, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პაკისტანმა და ირანმა მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს. მოლაპარაკებები ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომს, ასევე მშვიდობისკენ მიმავალი გზების მოძიებას შეეხებოდა, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . სა…

პაკისტანმა და ირანმა მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს. მოლაპარაკებები ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომს, ასევე მშვიდობისკენ მიმავალი გზების მოძიებას შეეხებოდა, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი მოჰსინ ნაკვი თეირანში ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც ირანის მაღალი თანამდებობის პირებთან გამართა შეხვედრა.

პაკისტანური მხარის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელიც ქვეყნის არმიის მეთაურ ასიმ მუნირსა და ირანის ხელმძღვანელობას შორის გაიმართა, მხარეებმა კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომებზე, ჰორმუზის სრუტის გახსნასა და კონფლიქტის დასრულების გზებზე იმსჯელეს.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მშვიდობის დამყარებისა და დავის მოლაპარაკებების გზით მოგვარების შესაძლებლობებზე, წერს სააგენტო.

„ირანის პრეზიდენტმა გულწრფელად გაგვიზიარა თავისი მთავრობის ხედვა და ჩვენ აზრთა ძალიან კონსტრუქციული გაცვლა გვქონდა ყველა იმ საკითხზე, რომელიც განხილვის საგანი იყო“, - განაცხადა პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიზიტის შეჯამებისას.

Reuters-ის ინფორმაციით, ასიმ მუნირი თეირანში ვიზიტამდე აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს