ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

AXIOS: რუბიომ მოკავშირეებს აცნობა, რომ აშშ ირანზე სამხედრო დარტყმებიდან სანქციების პოლიტიკაზე გადადის

AXIOS: რუბიომ მოკავშირეებს აცნობა, რომ აშშ ირანზე სამხედრო დარტყმებიდან სანქციების პოლიტიკაზე გადადის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ამერიკელი ოფიციალური პირისა და ინფორმირებული წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უცხოელ კოლეგებს განუმარტა, რომ „ამ ეტაპზე“ შეერთებული შტატები ირანზე ახალი იერიშების მიტანას არ გეგმავს, - წერს გამოცემ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ამერიკელი ოფიციალური პირისა და ინფორმირებული წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უცხოელ კოლეგებს განუმარტა, რომ „ამ ეტაპზე“ შეერთებული შტატები ირანზე ახალი იერიშების მიტანას არ გეგმავს, - წერს გამოცემ…

ამერიკელი ოფიციალური პირისა და ინფორმირებული წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უცხოელ კოლეგებს განუმარტა, რომ „ამ ეტაპზე“ შეერთებული შტატები ირანზე ახალი იერიშების მიტანას არ გეგმავს, - წერსგამოცემა AXIOS-ი.

მან აღნიშნა, რომ მთავარი ყურადღება ზეწოლის ალტერნატიულ მექანიზმებზე გადავა, მათ შორის იმ ახალ სანქციებზე, რომელთა შესახებაც მიმდინარე კვირას გახდა ცნობილი.

მოკავშირეების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთან რუბიოს ეს განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ საზღვაო ბლოკადით ირანზე ეკონომიკურ წნეხს მაქსიმალურად აძლიერებს - პარალელურად კი ჰორმუზის სრუტიდან ნავთობის ექსპორტის მოცულობას სულ უფრო ზრდის.

ეს ასევე კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ომით დაიღალა და მისი დასრულება სურს - სულ მცირე, ამ ეტაპზე მაინც.

ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, თუმცა რუბიომ განმარტა, რომ აშშ ფართომასშტაბურ საბრძოლო ოპერაციებში დაბრუნებას არ გეგმავს, მას დარტყმების მიყენება არ გამოურიცხავს იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი პირველი წამოიწყებს თავდასხმას.

ამერიკელი ოფიციალური პირის შეფასებით, აშშ-ის ფლოტის მიერ ჰორმუზის სრუტის განაღმვა კონფლიქტის გარდამტეხ ეტაპად იქცა, რამაც თეირანს ზეწოლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი გამოაცალა ხელიდან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს