ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

დონალდ ტრამპი – ჩვენ გვინდა, უკრაინის ომი დასრულდეს, მოსკოვში ჯონ რეტკლიფის ვიზიტიდან შესაძლოა, რაღაც შედეგი მივიღოთ

დონალდ ტრამპი – ჩვენ გვინდა, უკრაინის ომი დასრულდეს, მოსკოვში ჯონ რეტკლიფის ვიზიტიდან შესაძლოა, რაღაც შედეგი მივიღოთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტიდან შესაძლოა, რაღაც შედეგი მივიღოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა . ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გაემგზავრა რეტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტიდან შესაძლოა, რაღაც შედეგი მივიღოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა . ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გაემგზავრა რეტ…

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტიდან შესაძლოა, რაღაც შედეგი მივიღოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გაემგზავრა რეტკლიფი რუსეთში, აშშ-ის პრეზიდენტმა ვიზიტს „ნახევრად რუტინული“ უწოდა.

ტრამპის თქმით, ვაშინგტონი უკრაინაში ომის დასრულებაზე აქტიურად მუშაობს.

„ჩვენ გვინდა, უკრაინის ომი დასრულდეს“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ რეტკლიფი „ფანტასტიკური ადამიანია“.

„ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ეს ომი დასრულდეს. შესაძლოა, ამ ვიზიტიდან რაღაც შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

როგორც დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთის სპეცსამსახურებს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორთან კონტაქტები ჰქონდათ, თუმცა ჯონ რეტკლიფსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირი შეხვედრა არ შემდგარა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს