ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

დონალდ ტრამპი: დროა, კანადას ვასწავლოთ, რომ ასე მოქცევა აღარ შეიძლება

დონალდ ტრამპი: დროა, კანადას ვასწავლოთ, რომ ასე მოქცევა აღარ შეიძლება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა , რომ კანადას უნდა „ასწავლონ“, რომ ვაშინგტონთან შეთანხმებების ჩაშლა უპასუხისმგებლო ნაბიჯია. „დროა, კანადას ვასწავლოთ, რომ ასე მოქცევა აღარ შეიძლება“, – განაცხადა ტრამპმა. აშშ-…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა , რომ კანადას უნდა „ასწავლონ“, რომ ვაშინგტონთან შეთანხმებების ჩაშლა უპასუხისმგებლო ნაბიჯია. „დროა, კანადას ვასწავლოთ, რომ ასე მოქცევა აღარ შეიძლება“, – განაცხადა ტრამპმა. აშშ-…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადას უნდა „ასწავლონ“, რომ ვაშინგტონთან შეთანხმებების ჩაშლა უპასუხისმგებლო ნაბიჯია.

„დროა, კანადას ვასწავლოთ, რომ ასე მოქცევა აღარ შეიძლება“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კანადას „საკმაოდ კარგი შეთანხმება“ შესთავაზა, თუმცა ოტავამ უარი თქვა.

„მე მქონდა შეთანხმება, საკმაოდ კარგი შეთანხმება. მათ არაფერი აქვთ ისეთი, რაც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება. შეგვიძლია, მათ გარეშეც ვიყოთ. არის რამდენიმე რამ, რაც გარკვეულ უხერხულობას შეგვიქმნის, მაგრამ მათ სხვაგანაც მივიღებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვაჭრობის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, პიტერ ნავარომ განაცხადა, რომ საბოლოოდ კანადა იმაზე უარეს პირობებს მიიღებს, რაც შეთავაზებული იყო.

„ეს კანადისთვის კარგად არ დასრულდება. ის შეთანხმება, რომელზეც უარი თქვით, აღარასდროს გექნებათ. რასაც საბოლოოდ მიიღებთ, იმაზე ნაკლები იქნება. ეკონომიკური თვალსაზრისით, მათ ამ შეთანხმებაზე უარი არ უნდა ეთქვათ“, – განაცხადა ნავარომ.

ტრამპმა კანადიდან იმპორტირებულ დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა. ტრამპმა ასევე გამოაცხადა კანადური ავტომობილებისა და მათი ნაწილების 50%-იანი ტარიფი, რომელიც პირველი იანვრიდან შევა ძალაში. კანადამ კი საპასუხო ტარიფები დააწესა, რომელიც 8 სექტემბრიდან ამოქმედდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს