ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა შეეფარდა

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა შეეფარდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს . „საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ ანტიკორუფციულმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს . „საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ ანტიკორუფციულმ…

ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ ანტიკორუფციულმა სასამართლომ, მოსამართლე ს. დადოიანის თავმჯდომარეობით, სრულად დააკმაყოფილა გამომძიებლის შუამდგომლობა და რ. ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, – ციტირებს მედია სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებას.

რობერტ ქოჩარიანს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში.

აღნიშნულ საქმეზე აგრეთვე დაკავებულია მისი უფროსი ვაჟი სედრაკ ქოჩარიანი. მას სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს