ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი 17 სექტემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი 17 სექტემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი 17 სექტემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა. როგორც „ევრონიუსი“ იტყობინება , ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ოტავასა და ვაშინგტონს შორის სატარიფო დავის შემდეგ კანადა და ევროკავშირი ურთიერთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი 17 სექტემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა. როგორც „ევრონიუსი“ იტყობინება , ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ოტავასა და ვაშინგტონს შორის სატარიფო დავის შემდეგ კანადა და ევროკავშირი ურთიერთ…

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი 17 სექტემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა.

როგორც „ევრონიუსი“ იტყობინება, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ოტავასა და ვაშინგტონს შორის სატარიფო დავის შემდეგ კანადა და ევროკავშირი ურთიერთობების გამყარებისკენ ისწრაფვიან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საპატიო სტუმრების მოწვევა მსგავს ღონისძიებებზე იშვიათი არ არის, თუმცა კარნის მონაწილეობა წინა წლებთან შედარებით უფრო პოლიტიკური ხასიათისაა.

„პრემიერ-მინისტრის მნიშვნელოვანი ვიზიტი ევროკავშირსა და კანადას შორის კავშირების გაღრმავებისა და ჩვენი ურთიერთობების გამყარების საბაბი გახდება“, – დაწერა სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ.

გასულ კვირას კანადასა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ ჩაიშალა.

სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა კანადურ საქონელზე, რომლის ჯამური ღირებულებაც დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს შეადგენს, 50-პროცენტიანი ტარიფი დააწესა.

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ კანადის წინააღმდეგ დაწესებული ახალი გადასახადები შეცდომაა და საპასუხო ტარიფების დაწესება დააანონსა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს