ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-ს გააგზავნის

CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-ს გააგზავნის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის ავიამზიდი USS Theodore Roosevelt და მისი დაახლოებით 5 000-კაციანი ეკიპაჟი უახლოეს კვირებში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს . აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, მისია, სავარაუდოდ, სუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის ავიამზიდი USS Theodore Roosevelt და მისი დაახლოებით 5 000-კაციანი ეკიპაჟი უახლოეს კვირებში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს . აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, მისია, სავარაუდოდ, სუ…

აშშ-ის ავიამზიდი USS Theodore Roosevelt და მისი დაახლოებით 5 000-კაციანი ეკიპაჟი უახლოეს კვირებში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, მისია, სავარაუდოდ, სულ მცირე შვიდ თვეს გაგრძელდება. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის საზღვაო ძალები ომისა და მსოფლიოს მასშტაბით აღებული ვალდებულებების გამო მზარდ ზეწოლას განიცდიან, წერს ტელეარხი.

როგორც CNN-ი წერს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის ფინანსური სიძლიერე შეერთებულ შტატებს „ძალიან დიდი გამარჯვებისკენ“ წაიყვანს. ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ არ სჯერა, თითქოს ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი გარდაცვლილია.

ამის პარალელურად, CNN-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ნავთობის ფასები ზედიზედ მესამე დღეა მცირდება მას შემდეგ, რაც ირანმა და ომანმა განაცხადეს, რომ ჰორმუზის სრუტეში დროებითი საზღვაო მარშრუტის შექმნის მიზნით მუშაობენ. ახალი მარშრუტის ამოქმედება, მათი თქმით, სრუტის გარკვეული მონაკვეთებისგან „ნაღმების გაწმენდას“ მოითხოვს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს