ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 14

ნეპალის კატასტროფების მართვის სამსახური – უეცარი წყალდიდობის მნიშვნელოვანი რისკი კვლავ არსებობს, რადგან სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ტბა, შესაძლოა, ადიდდეს

ნეპალის კატასტროფების მართვის სამსახური – უეცარი წყალდიდობის მნიშვნელოვანი რისკი კვლავ არსებობს, რადგან სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ტბა, შესაძლოა, ადიდდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უეცარი წყალდიდობის მნიშვნელოვანი რისკი კვლავ არსებობს, რადგან სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ტბა, შესაძლოა, ადიდდეს, – ამის შესახებ განცხადებას ნეპალის კატასტროფების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გაფრთხილება…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უეცარი წყალდიდობის მნიშვნელოვანი რისკი კვლავ არსებობს, რადგან სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ტბა, შესაძლოა, ადიდდეს, – ამის შესახებ განცხადებას ნეპალის კატასტროფების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გაფრთხილება…

უეცარი წყალდიდობის მნიშვნელოვანი რისკი კვლავ არსებობს, რადგან სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ტბა, შესაძლოა, ადიდდეს, – ამის შესახებ განცხადებას ნეპალის კატასტროფების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაფრთხილება ვრცელდება მდინარეების ბჰოტე კოშისა და ტრიშულისგასწვრივ მდებარე თემებზე. ისინი ახალი ტბის ქვემოთ მცხოვრებლებს, ტურისტებსა და სასწრაფო დახმარების პერსონალს ურჩევენ, მდინარის ნაპირებთან ახლოს არ მივიდნენ და შემდგომ შეტყობინებამდე შენობებში დარჩნენ.

„ვინაიდან კიდევ ერთი მასშტაბური წყალდიდობის რისკი კვლავ არსებობს, ქვედა სანაპირო ზოლში მცხოვრებ ყველა პირს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ საჭირო სიფრთხილე და შეინარჩუნონ სიფხიზლე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მედიის ცნობით, ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 360-ს გადააჭარბა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 1000-ზე მეტი ადამიანი. დაკარგულებს შორის არის ინდოეთის 178 მოქალაქე, ნეპალის 127 მოქალაქე, ასევე აშშ-ის – 65 და დიდი ბრიტანეთის 33 მოქალაქე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს