ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 13

„როიტერი“ – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისთვის გარკვეული ტიპის სტაჟირებაზე სამუშაო ნებართვების გაცემის შეზღუდვას გეგმავს

„როიტერი“ – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისთვის გარკვეული ტიპის სტაჟირებაზე სამუშაო ნებართვების გაცემის შეზღუდვას გეგმავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის უნივერსიტეტებს ახალი მემორანდუმი გაუგზავნა , რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სტუდენტებისთვის გარკვეული ტიპის სტაჟირებაზე სამუშაო ნებართვების გაცემის შეზღუდვა იგეგმება. 24 აგვისტოთი და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის უნივერსიტეტებს ახალი მემორანდუმი გაუგზავნა , რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სტუდენტებისთვის გარკვეული ტიპის სტაჟირებაზე სამუშაო ნებართვების გაცემის შეზღუდვა იგეგმება. 24 აგვისტოთი და…

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის უნივერსიტეტებს ახალი მემორანდუმი გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სტუდენტებისთვის გარკვეული ტიპის სტაჟირებაზე სამუშაო ნებართვების გაცემის შეზღუდვა იგეგმება.

24 აგვისტოთი დათარიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სტუდენტებისა და გაცვლითი ვიზიტორების პროგრამამ (SEVP) დააფიქსირა შემთხვევები, როდესაც უნივერსიტეტები სტუდენტებისთვის სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ სამუშაოზე ნებართვებს შესაბამისი რეგულაციების დარღვევით გასცემდნენ.

მემორანდუმის მიხედვით, წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში უნივერსიტეტებმა, შესაძლოა, უცხოელი სტუდენტების მიღების უფლება დაკარგონ.

ახალი მითითებების გამო ზოგიერთმა უნივერსიტეტმა, მათ შორის კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოს ანჯელესისა და ბერკლის კამპუსებმა საერთაშორისო სტუდენტებისთვის გარკვეული სამუშაო ნებართვების განაცხადების დამუშავება დროებით შეაჩერეს. ბერკლის უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის განცხადებით, შესაძლოა, გარკვეული ტიპის განაცხადების დამუშავება უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდეს.

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ არსებული რეგულაციები არ შეცვლილა, თუმცა უნივერსიტეტებსა და დამსაქმებლებს აფრთხილებენ, რომ პროგრამის ბოროტად გამოყენება ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აღარ იქნება დაშვებული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს