ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 0

ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი - მთელი ლიბანი უნდა იწვოდეს, ათასმა ლიბანელმა დედამ უნდა იტიროს

ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი - მთელი ლიბანი უნდა იწვოდეს, ათასმა ლიბანელმა დედამ უნდა იტიროს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა განაცხადა, რომ ისრაელმა ლიბანის მიმართ გაცილებით მკაცრი პოლიტიკა უნდა გაატაროს. მისი თქმით, „ყოველი ისრაელელი დედის ცრემლის სანაცვლოდ, ათასმა ლიბანელმა დედამ უნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა განაცხადა, რომ ისრაელმა ლიბანის მიმართ გაცილებით მკაცრი პოლიტიკა უნდა გაატაროს. მისი თქმით, „ყოველი ისრაელელი დედის ცრემლის სანაცვლოდ, ათასმა ლიბანელმა დედამ უნ…

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა განაცხადა, რომ ისრაელმა ლიბანის მიმართ გაცილებით მკაცრი პოლიტიკა უნდა გაატაროს.

მისი თქმით, „ყოველი ისრაელელი დედის ცრემლის სანაცვლოდ, ათასმა ლიბანელმა დედამ უნდა იტიროს“ და აღნიშნა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება ნებისმიერი სხვა ფაქტორზე მაღლა დგას.

„მთელი პატივისცემით ამერიკელების მიმართ, ისრაელმა მთელ მსოფლიოს მკაფიოდ უნდა დაანახვოს, რომ ჩვენი შვილების სისხლი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დათმობის საგანი არ არის. მთელი ლიბანი უნდა იწვოდეს. ჩვენი უმაღლესი მოვალეობაა, დავიცვათ ისრაელის მოქალაქეები და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები და ეს ვალდებულება ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა დგას. ეს პრემიერ-მინისტრს პირად შეხვედრებზეც ვუთხარი: ყოველი ისრაელელი დედის ცრემლის სანაცვლოდ, ათასმა ლიბანელმა დედამ უნდა იტიროს. საკმარისია ეს პინგპონგი. ახლო აღმოსავლეთში ზომიერი პასუხებითა და თავშეკავებით ვერ გაიმარჯვებ, საჭიროა უკიდურესად მკაცრი მოქმედება, განადგურება, დამსხვრევა, ტერორის განადგურება“, – აღნიშნა ბენ-გვირმა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს