ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა

CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. მოსახლეობამ უარყო მთავრობის ინიციატივა ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებაზე და იმათ პოზიციას მიემხრო, ვინც მიიჩნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. მოსახლეობამ უარყო მთავრობის ინიციატივა ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებაზე და იმათ პოზიციას მიემხრო, ვინც მიიჩნ…

ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

მოსახლეობამ უარყო მთავრობის ინიციატივა ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებაზე და იმათ პოზიციას მიემხრო, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყნის სათევზაო აკვატორიის სასწორზე დაყენება არ ღირს.

„ეს გადაწყვეტილება ბრიუსელისთვის გულდასაწყვეტია. ევროპელი ჩინოვნიკები ისლანდიას „უპრობლემო“ პარტნიორად განიხილავდნენ, რომელსაც ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგეთა ეჭვები უნდა გაეფანტა და, არქტიკის უსაფრთხოების ფონზე, ბლოკი სტრატეგიულად გაეძლიერებინა“, - წერს CNN-ი.

მთავრობა გაწევრიანების გეგმას „ახლა ან არასდროს“ პრინციპით უდგებოდა, პრემიერ-მინისტრმა კრისტრუნ ფროსტადოტირმა კი აგვისტოში ამომრჩევლები გააფრთხილა, რომ უარის შემთხვევაში ევროკავშირზე საუბარი საბოლოოდ დასრულდებოდა.

ევროკავშირში შესვლის მომხრეები კი ამტკიცებდნენ, რომ გაწევრიანება შეამცირებდა მაღალ საპროცენტო განაკვეთებს და ქვეყანას მეტ სტაბილურობას მოუტანდა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს