ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ევროკავშირში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ

ევროკავშირში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკომისიაში განაცხადეს, რომ სრულად სცემენ პატივს ისლანდიელი ხალხის არჩევანს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას. როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, კომისია მხედველობაში იღებს რეფერენდუმის შედეგებს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ სრულად სცემენ პატივს ისლანდიელი ხალხის არჩევანს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას. როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, კომისია მხედველობაში იღებს რეფერენდუმის შედეგებს…

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ სრულად სცემენ პატივს ისლანდიელი ხალხის არჩევანს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, კომისია მხედველობაში იღებს რეფერენდუმის შედეგებს. მისივე თქმით, ისლანდია ევროკავშირის ახლო პარტნიორად რჩება.

„კომისია პატივს სცემს ისლანდიელი ხალხის არჩევანს“, – განაცხადეს ევროკომისიაში.

ამასთან, მედიის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ისლანდიის პრემიერ-მინისტრთან, კრისტრუნ ფროსტადოტირთან შეტყობინებები გაცვალა.

„ორივე ლიდერმა გამოთქვა სურვილი, გააგრძელონ ევროკავშირსა და ისლანდიას შორის ურთიერთობების გაძლიერება. პრეზიდენტმა კოშტამ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი სრულად სცემს პატივს დღევანდელ რეფერენდუმზე ისლანდიელი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. ისლანდია ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე ახლო და სანდო პარტნიორად რჩება“, – აღნიშნა სპიკერმა.

ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის საბოლოო შედეგების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 52.8%-მა, ხოლო 47.2%-მა მოლაპარაკებების განახლებას დაუჭირა მხარი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს