ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

BBC: ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 903-ს მიაღწია

BBC: ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 903-ს მიაღწია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 4 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC-ი ნეპალის ეროვნული კატასტროფების მართვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს . ინდოეთის საგარეო საქ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 4 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC-ი ნეპალის ეროვნული კატასტროფების მართვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს . ინდოეთის საგარეო საქ…

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 4 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC-ი ნეპალის ეროვნული კატასტროფების მართვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნეპალში ამ დრომდე ინდოეთის მინიმუმ 275 მოქალაქე ითვლება დაკარგულად. დაკარგულად ითვლება ასევე ინდური წარმოშობის კიდევ 128 ადამიანი.

სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთიდან ნეპალში 403 ინდოეთის მოქალაქე გადავიდა, ხოლო ინდოეთის კიდევ 500 მოქალაქე ჩინეთში უსაფრთხოდ იმყოფება. ამ დროისთვის ნეპალში სტიქიის ზონაში სულ 149 ადამიანი გადაარჩინეს.

BBC-ის ცნობით, ინდოეთმა ნეპალში სამაშველო ოპერაციების მხარდაჭერაც გააძლიერა. კატმანდუში მუშაობა დაიწყო 19-კაციანმა სპეციალიზებულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჯგუფმა, რომელიც დნმ-ის ნიმუშების ანალიზსა და დაღუპულთა იდენტიფიცირებაში მონაწილეობს.

ამასთან, ინდოეთის სპეციალური სამაშველო ჯგუფი ნეპალის არმიასთან ერთად მუშაობს ჩილიმესა და ლანგტანგის ჰიდროელექტროსადგურებზე, სადაც სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს